მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ბავშვთა დღესასწაულს მიეძღვნა საფეხმავლო ლაშქრობა სოფლის შემოგარენში არსებული გეოგრაფიული ობიექტების დასათვალიერებლად და შესასწავლად.
ლაშქრობას ორგანიზება მოხდა სკოლაში მოქმედი მხარეთმცოდნეობისა და ეკოლოგიური კლუბები კლასის დამრიგებლებთან თანამშრომლობით.
ლაშქრობაში მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ინახულეს კიდობანას მღვიმე, მდინარე ჩოლაგას სათავე, გამართეს სპორტული აქტივობები. კარსტულ მღვიმეში დააკვირდნენ როგორ წარმოიქმნებაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.
მოწაფეებმა დაათვალიერეს არსებული მრავალფეროვანი მცენარეული საფარი და კავკასიური სოჭის ტყე, ასევე შეისწავლეს იქ არსებული ტყისა და მდელოს ეკოსისტემები. ნახეს წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის მცენარეები.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბავშვებისთვის ხელით თევზაობა პატარა მდინარეში. ლაშქრობა დასრულდა პიკნიკით. ამის შემდეგ მოსწავლეებმა ასევე დაასუფთავეს მდინარე ჩოლაგის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს ტყეში დატოვებული ნარჩენები.
ბოლოს ითამაშეს და ძალიან კარგად გაერთნენ. სკოლაში დაბრუნებულებმა მიღებული შთაბეჭდილებები გადაიტანეს შთაბეჭდილებების წიგნში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“