მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებას აღწევენ.
4 ივნისს, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა დებატკლუბის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10ბ კლასის მოსწავლე ელენე მოსიძე პირველ ადგილზე გავიდა. ის დებატკლუბის აქტიური წევრი იყო და ბოლო შეხვედრაზე ლიზი ნამგალაძესთან და ელისაბედ ბლაგიძესთან გუნდურად იდებატა. გუნდმა სამი სადებატო ეტაპი გაიარა და პირველი ადგილი დაიკავა.
I ადგილი -ელენე მოსიძე;
II ადგილი -ანასტასია ბეჟანეიშვილი;
III ადგილი -ანანო შუშანიძე, ელენე ძნელაძე, ეკატერინე მახარაძე.
სკოლაში მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“