მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
30 მაისს, სკოლაში გაიმართა პირველკლასელების გამოსაშვები ზეიმი სახელწოდებით - „საქართველო და დედაენა“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სასცენო უნარების, მეტყველების კულტურის, თანამშრომლობის უნარის, პატრიოტული გრძნობის ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებმა მოაწყვეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება. ისაუბრეს მისი ბიოგრაფიის შესახებ. ღონისძიებაში პირველკლასელების გარდა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
იდეის ავტორი ელიზა ჩიხლაძე გახლავთ, ღონისძიების ორგანიზატორები კი - თამარ ბოჭორიშვილი, ანა მელქაძე, ნინო საღარეიშვილი.
საზეიმო გარემოზე იზრუნა პედაგოგმა - ია ტერელაძემ და მშობელმა თამარ ხარაბაძემ, ღონისძიება კი ქორეოგრაფიულად გააფორმა ნარგიზა აბსავამ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“