მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. გარემოსდაცვით დღესასწაულს მე-6 კლასელთა „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილი მიეძღვნა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო ჩაგელიშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანების დაუდევრობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, დასახეს მათი გადაჭრის გზები და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაციაზე გამოჩნდა მოსწავლეთა დავალებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის მუშაობა.
„მადლობა, პატარებო, გისურვებთ და ვისურვებთ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებლის კრეატიულობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“