სიახლეები
სკოლები

თბილისის N178 საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს გულთბილად უმასპიძლეს 
07-06-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლამ ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

შეხვედრა, 5 ივნისს ტრანზიციის პროექტის - „თქვენ სკოლა გელით“, ფარგლებში გაიმართა და სკოლა თბილისის N166 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სპეციალური განათლების სპეციალისტების მიერ იყო ორგანიზებული. 

დაგეგმილი აქტივობები - „იმიტირებული გაკვეთილით“, დაიწყო.  მე-4 კლასის დამრიგებლებმა პატარებს მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში უმასპინძლა.  ბაღის აღსაზრდელები დასხდნენ მერხებზე, ისინი არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბაღის აღსაზრდელებს სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შემდეგ ბავშვებს სკოლის შიდა გარემო დაათვალიერებინეს (სველი წერტილები, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და საკლასო ოთახი).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ლამაზი დღე უფრო გაალამაზა სააქტო დარბაზში დაგეგმილმა ღონისძიებამ.  როგორც მეოთხეკლასელებმა, ასევე ბაღის აღსაზრდელებმა წარადგინს შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები. სკოლის დირექტორმა - ნანა ლაბაძემ ბაღის აღსაზრდელებს ტრანზიციის პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.

სულ ბოლოს კი, პატარებმა საკუთარი ემოციები „ემოჯების“, სახით დაუტოვეს სასკოლო საზოგადოებას. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა - შორენა პარუნაშვილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას მეგობრული, სიყვარულით სავსე შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ წარმატებული ტრანზიციისთვის ნამდვილად საჭირო და აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ასეთი სწორად დაგეგმილი და მიზანზე ორიენტირებული ღონისძიებების ჩატარება.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება