მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ნარჩენების რაციონალურად გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
ამჯერად, პროექტის - Sos Plastic, ფარგლებში, ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩატარებული აქტივობის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებამ, შეგროვებული პლასტმასის ბოთლებისგან და საყვავილეებისგან, სკოლის ეზოში „დაკიდული ბაღი“ მოაწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა სკოლის ეზო, ასევე ისიც აღინიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნარჩენებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებლები: ხატია რაზმაძე, ნათია კობალაძე და ნინო დევნოზაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საინტერესო ინიციატივისთვის.
„მადლობა ჩვენს გუნდს აქტიურობისთვის და სასკოლო საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებოლობის ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ