მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, სწორედ ამ მიზნით, სკოლის პედაგოგები ბაგა-ბაღს სტუმრობდნენ.
ქუთაისის N35 ბაგა-ბაღში ზეიმს დაესწრნენ სკოლის დირექტორი ოთარ ჩხაიძე და პედაგოგები: ლანა კილაძე და მაია ფხაკაძე.
ბაღის ხელმძღვანელმა, ირმა მასწავლებელმა და უსაყვარლესმა აღსაზრდელებმა დიდი სიყვარულით უმასპინძლეს სტუმრებს, აღსანიშნავია ისიც, რომ ზეიმს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ნანა მეგრელიშვილი.
როგორც ბაღში აღინიშნა, ბავშვები ძალიან ღელავდნენ, უკვე ბაღის კურსდამთავრებულებს სკოლამდე მხოლოდ ეს ზეიმი აშორებდათ.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გვერდი იშლება. წინ რთული გზა განვლეს ზრდასრულთა სასკოლო ცხოვრების სამყაროში - N16 საჯარო სკოლამდე. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან არ დავიშურებთ ძალისხმევას, ეს ნორჩი ყვავილები საქართველოს საამაყო შვილებად ავღზარდოთ“, - სკოლაში პატარებს ბაღის დასრულება მიულოცეს და სექტემბერში, უკვე პირველკლასელების რანგში, დიდი სიყვარულით ელიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი