მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არა მხოლოდ ერთვებიან სასკოლო ღონისძიებებში, არამედ მათი ინიციატორებიც არიან.
ახლახან, სკოლაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მინილექცია გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. ბიოლოგიის პედაგოგმა, ელენა ბუაძემ, ისაუბრა, თუ რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება თამბაქოს გამოყენებას, განსაკუთრებით, მოზარდებში. საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია მოსწავლეებმაც მკაფიოდ დააფიქსირეს.
5 ივნისს კი, სკოლაში, VII-X კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ჩვენ ბუნებაში ვართ, ბუნება ჩვენშია" გაიმართა. მოსწავლეებმა იმ მცენარეების ჰერბარიუმები დაამზადეს, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. ასევე, მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი