მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
7 ივნისს, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის - ქეთევან დავლიანიძის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა. მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე გააცნეს ოკეანეების შესახებ ინფორმაცია. გუნდის წევრებმა თარიღი ოკეანეების საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.
მოწაფეებმა მოამზადეს საპრეზენტაციო მასალები, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ძალისხმევით გაეზარდათ ცნობადობა პლანეტის ეკოპრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
პრეზენტაცია ქართულად მეათე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ როსტიაშვილმა წარადგინა. მე-7 კლასელებმა კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხელით შექმნილი ილუსტრაციები გაუზიარეს.
ოკეანეების საერთაშორისო დღე ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც 8 ივნისს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი