სიახლეები
სკოლები

„ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“- ხონის N2 სკოლაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტი წარმატებით დასრულდა 
10-06-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული და მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე" დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც ისეთ აქტივობებს მოიცავდა, როგორიცაა  საინფორმაციო სტიკერების პრეზენტაცია და სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ გავრცელება. სტიკერებზე პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის ნორმების შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები იყო დატანილი. 

საინტერესო იყო აქტივობა, სახელწოდებით  - „გაანათლე მიღებული ცოდნით  ერთი თანატოლი მაინც“,  რა დროსაც პროექტის მონაწილეებმა მიღებული ცოდნა თანატოლებთან პრაქტიკაში, ვიდეომასალით წარმოდგენილი გაკვეთილით და დემონსტრაციული აქტივობებით გამოავლინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბოლო აქტივობა იყო პროექტის შეჯამება. პროექტის ხელმძღვანელმა მაია მაჭარაძემ, სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად, პროექტის შედეგები ვიზუალური პრეზენტაციით შეაჯამა. გარდა ამისა, შედეგები შეფასდა და სკოლა გრანტის ფარგლებში მიღებული უსაფრთხოების ინვენტარით აღჭურვა.

აქტივობები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება