სიახლეები
სკოლები

„სესილი ყურშუბაძის პოეზიის საღამო“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მომავალი პოეტის შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
10-06-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახალახან, სკოლაში „სესილი ყურშუბაძის პოეზიის საღამო“ გაიმართა. 

„ასე დავარქვით დღევანდელ შეხვედრას, სესილი დაწყებითი კლასიდან წერს ლექსებს და შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თანადგომა, აღიარება და დაფასებაა. სწორედ დღევანდელი შეხვედრის მიზანიც ეს იყო მოტივაციის ამაღლება და მხარდაჭერა“, - გვეუბნება მოსწავლის კლასის დამრიგებელი ირმა რიონიძე.

განსაკუთრებული ინიციატივა სესილის კლასის დამრიგებელმა და კლასელებმა გამოიჩინეს დღის ორგანიზებაში, წაიკითხეს მისი ლექსები, დაუსვეს შეკითხვები როგორც მომავალ პოეტს და უსურვეს წარმატებები. საკუთარი თავი სესილიმ აუდიტორიას გააცნო ლექსით „ვინ ვარ მე“ ისაუბრა თითოეული ლექსის ისტორიაზე.

სესილის პოეზიაში პირველი ნაბიჯები დაულოცა დირექციამ და მასწავლებლებმა და საჩუქრებიც გადასცეს.

„დიდი მადლობა სესილის ოჯახს, განსაკუთრებული მადლობა ბებიას, რომელიც ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას და ბედნიერი (ცრემლიანი) თვალებით გამოხატავდა სიხარულს. წარმატებები პოეზიის სამყაროში, მჯერა უდიდეს წარმატებას მიაღწევ და ჩვენ ვიამაყებთ შენით ყოველთვის ვიქნებით ჩვენ შენი ლექსების პირველი მსმენელი და შემფასებელი. მიყვარხართ VII კლასელებო, ვამაყობ თქვენით“,- სიამაყით აღნიშნავს კლასისს დამრიგებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება