მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის სხვა საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოსწავლეთათვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ხონის N2 საჯარო სკოლასა (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მაია მაჭარაძე) და მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლებს შორის (ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი - მირანდა ხურცილავა) თანამშრომლობა მეოთხედ შედგა. ამჯერად, აღნიშნულ სკოლებს ახალშენის საჯარო სკოლაც (ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი - თეკლე ონიანი, როგორც პედაგოგი და როგორც საჯარო მოხელე) შეუერთდა.
მათ მოსწავლეთათვის გაკვეთილი ერთობლივად ჩაატარეს, რომლის თემაც იყო „საჯარო მოხელე და მისი როლი“. შეხვედრის მიზანი მათთვის თეორიული მასალის გაცნობა, დემოკრატიული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და პროფორიენტაციის განსაზღვრა გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობებმა: მინი ლექციამ, სტუმრის მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ, მაგალითების განხილვამ, ეპიზოდის ჩვენებამ ფილმ „ცისფერი მთებიდან", ინტერაქციამ, საჯარო მოხელის ფიცის „ცერემონიალმა", ცნობილი ადამიანების გამონათქვამების განხილვამ და ჯგუფურმა მუშაობამ დასახული მიზნის მიღწევა უზრუნველყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი