სიახლეები
სკოლები

„სიკეთის კიდობანი“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი სპექტაკლით დააგვირგვინეს
10-06-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი თამამი და ნაყოფიერი ნაბიჯები კი პირველ მასწავლებელთან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს, შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგეს. 

6 ივნისს, I კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი  - „სიკეთის კიდობანი“ გამართეს. 

ღონისძიების შესახებ მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი, ღონისძიების ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი გვიყვება. 

„განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, იყო პირველი კლასის მასწავლებელი. თუმცა  იმ საპასუხისმგებლო  შრომასთან ერთად, თან რომ ახლავს,  უდიდესი სიხარულიცაა, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგცქერის და თითქოს გეუბნება, აბა, მიდი და შემაყვარე შენი, ჩვენი ქართული ენაო. შენც თავს არ ზოგავ და გუშინ თუ აბიტურიენტს ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ ფიქრის თემად უქციე, მუდამ აქტუალურ სოციალურ თემებზე მსჯელობით  დიდებული ნაწარმოების თემა და იდეა დაანახე, ან ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“  მხატვრული ხერხების სილამაზე აღაქმევინე,  მთების დახუჭული თვალები, თუ აქვითინებული ქარი ფერმწერივით დაუხატე და საქართველოს ბედ-იღბალზე დააფიქრე, დღეს პირველკლასელთან ამ ყველაფრის ანი და ბანი უნდა გამოძერწო, იაკობის  დიდაქტიკურ მოთხრობებს რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს. მასთან მისაახლოვებლად კი უამრავი გზა და ლაბირინთი გამოატარო.

 სასწავლო წლის ბოლოა და ვფიქრობ, ეს ლაბირინთი  ურიგოდ არ გამოგვივლია. იაკობისა და ,,დედა ენის"  სიყვარულმა, თუ  შეძენილი ცოდნის  შეჯამებამ  სპექტაკლამდე მიგვიყვანა. 6 ივნისს Iა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „სიკეთის კიდობანი“ წარმოადგინეს. სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური, მხარდამჭერი და თანაშემწე - ეკა ბიბილური, ქორეოგრაფი - ნანუ ბურჭულაძე ნანუ ბურჭულაძე, ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და მუდამ შემოქმედებითი ენთუზიაზმით გვერდით მდგომი კი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა  გახლდათ. 

სპექტაკლი რამდენიმე მოქმედებად დავყავი. დასაწყისში იაკობ გოგებაშვილი (პატარა მსახიობი გაბრიელ ბუჩუკური) ვისტუმრეთ და ბავშვებმა უამრავი ლექსი, ანდაზა, აფორიზმი და ენის გასატეხი უთხრეს. შემდეგ კი იაკობ გოგებაშვილის  რამდენიმე მოთხრობის ინსცენირება აჩვენეს ყურადღებიან და გულწრფელი ემოციით დატვირთულ მაყურებელს  და ბოლოს, „რწყილი და ჭიანჭველა“ მიუზიკლის სახით წარმოადგინეს. 

სპექტაკლის დასრულების შემდეგ,  ბოლო აკორდი, იმ ბომბორასთან სტუმრობა იყო, ანბანის სწავლისას (სექტემბერში),  სკოლის ეზოში რომ დავხატე და ბავშვები ბეჯითად სწავლას დაჰპირდნენ. დაპირება შეასრულეს და ახლა  ამაყად დაუტოვეს ბომბორას საკუთარი სახელები: ელი, გაბრიელი, თეკლა, ანამარია, დაჩი, თია, ტასო, გაბრიელი, ნიკოლოზი, თებეა, დავითი, გაბრიელი. 

 და ახლა, ამ მონავარდე ბავშვებისთვის, გულში ვიმეორებ მუხრან მაჭავარიანის ულამაზესი ლექსის  სტრიქონებს:

,,და...

იარონ!

იარონ! 

იარონ! 

ამინ!“,- აღნიშნავს მარი თაბაგარი და ღონისძიების ამსახველი საინტერესო ფოტოებისთვის მადლობას უხდის სოფო გორგილაძესა  და ეკა ბიბილურს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება