მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების მიზანია, მოზარდი საღად მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბდეს, ეს კი წარმოუდგენელია შემოქმედებითი აზროვნების გარეშე. ამ მიმართულებით კი, არაერთი ღონისძიება ეწყობა.
VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში არსებული ძალები და მათი კლასიფიკაცია შეისწავლეს. ისინი თითოეულ ძალაზე მსჯელობენ, გააზრებული აქვთ ხახუნის ძალის წარმოშობის მიზეზები, მისი სახეები და ასევე, ხახუნის ძალის შემცირებისა და გაზრდის საშუალებები. სკოლაში გვიყვებიან, რომ მოსწავლეებს ფიზიკისადმი ინტერესი არ განელებოდათ. მათ ფიზიკის მასწავლებელმა - ინგა ხასაიამ, შესთავაზა ხობის სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაემართათ.
მოსწავლეებმა როლები გადაინაწილეს და პრეზენტაციები მოამზადეს. პროცესი - „დამნაშავეა თუ არა ხახუნი?“ მიმდინარე წლის 6 ივნისს ხობის მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა.
„თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან იგი მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ფართოა ასპარეზი ყველასთვის, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია, შემოქმედებით, მეგობრულ, საინტერესო ურთიერთობებს საფუძველი სწორედ ასე ეყრება. ამ გაკვეთილის ყველაზე დიდი წარმატება იყო ძალების სრულყოფილი შესწავლა და ამ ცოდნის შემოქმედებითად გადმოცემა. მასწავლებლის მიერ განხორციელებული გასვლითი გაკვეთილი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი. მადლობას ვუხდით ხობის მაგისტრატ სასამართლოს თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, აქტიური თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი