მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, II კლასის მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან - ეკატერინე ჩიტაურთან ერთად, იმუშავეს საინტერესო აქტივობაზე - „აპლიკაცია, რომელიც...“
პატარა მოსწავლეებმა „ვსწავლობთ თამაშით“ პროგრამაში და თაბახის ფურცელზე იმუშავეს. შედეგად, მათ აპლიკაციები შექმნეს. მათ უკვე არსებული აპლიკაციები და ახალი იდეებიც დაამუშავეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლე, განმავითარებელი შეფასებით, მიხვდა, რომ მომავალში უკეთესი ნამუშევრის შექმნაა შესაძელებელი და სხვისი ნამუშევრის და იდეის გამეორება ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
„დღევანდელ ცხოვრებაში ტექნოლოგიებს დიდი როლი და დანიშნულება აქვს.
მათი დამსახურებაა ადამიანები მარტივად და უფრო კომფორტულად რომ გრძნობენ თავს. უამრავი აპლიკაცია აადვილებს პრობლემის გადაჭრას. მისი შექმნა და პროგრამაში გაშვება მარტივი არ არის. ჯერ იდეა იბადება, შემდეგ დიზაინი იქმნება, იხვეწება, იწერება კოდები და ჩნდება ახალი ლოგო, რომელიც კიდევ უფრო მეტად იხვეწება მომხმარებლის მიერ, ჩნდება ხარვეზები და გამოსწორების გზების ძიებით უკეთესის შედეგი იდება მომავლისთვის.
მართლაც რომ, დიდი ფანტაზიის უნარი აქვს დღევანდელ თაობას. მოსწავლეებმა შექმნეს უამრავი საინტერესო აპლიკაცია, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავი და დასაფიქრებელია. ამ იდეის განხორციელებით ხომ ბევრი რამის მოგვარება იქნება შესაძლებელი. დაე, თქვენი იდეა წარმატებული მომავლის იდეა იყოს!!!
გისურვებთ წარმატებას და წინსვლას!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი