მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების შრომასა და ამაგს აფასებს.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი როლის მნიშვნელობის გამოკვეთის მიზნით, შემდეგი აქტივობები - „წერილი მასწავლებელს“ და „სურვილების დაფა“ (რას ვუსურვებდი ჩემს მოსწავლეებს, რას ვუსურვებდი ჩემს მასწავლებლებს) გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებებში როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სასკოლო საზოგადოების წინაშე ნამუშევრები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარადგინეს. მოსწავლეების წაკითხული წერილები საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათმა გაჟღერებულმა სურვილებმა მასწავლებლებში დადებითი ემოცია გამოიწვია, ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე, მადლობას უხდის პედაგოგებს: მთვარისა ლეთოდიანს, ნათია ქარიმოვას და ნანა ლონდარიშვილს, ღონისძიების ორგანიზებისთვის და აღნიშნავს, რომ ამგვარი აქტივობები მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას და მოტივაციის ამაღლებას იწვევს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი