მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან და შემოქმედებით პროდუქტს ხალისით ქმნიან.
მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩა კომპლექსური დავალება თემაზე - „რეპორტაჟი ლუარსაბ თათქარიძის სახლ-კარიდან“.
დავალებაზე VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ გიკაშვილის მენტორობით დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.
დავალების პირობის მიხედვით, ბავშვებმა მოირგეს ჟურნალისტების როლი, სტუმრად ეწვივნენ თავად ლუარსაბ თათქარიძეს და მისი თანხმობით, გააკეთეს რეპორტაჟი აქტუალურ საკითხებზე.
პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვებმა გაიგეს რა არის რეპორტაჟი, ვინ არის კორესპონდენტი თუ რესპოდენტი, ისწავლეს კითხვების დასმის ტექნიკა. მათ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რასაც კომპლექსური დავალების შესრულებისას დგამდნენ, ასევე აღნიშნეს სირთულეები, რასაც გზადაგზა წააწყდნენ.
საბოლოო ჯამში კი ბავშვებიცა და შემფასებლებიც კმაყოფილი დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი