მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში STEAM კლუბ „ევრიკას“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
კლუბი 2022 წლის 18 ნოემბერს ჩამოყალიბდა, კლუბს ხელმძღვანელობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი და ფიზიკის მასწავლებელი ციალა ჩარგეიშვილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება, მოსწავლეების ჩართვა პროგრამირებისა და რობოტექნიკის შესწავლის პროცესში.
კლუბის სლოგანია: „ცოდნაზე მნიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო“ - აინშტაინი
როგორც სკოლაში გვიყვებინ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია-ანგარიში თუ რატომ დაარქვეს კლუბს „ევრიკა“, რა გზა გაიარეს კლუბის დაარსებიდან დღემდე, რა ისწავლეს, რა წარმატებებს მიაღწიეს, წარმოადგინეს თავიანთი ხელით დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობები, ისაუბრეს მათ დანიშნულებაზე და მუშაობის პრინციპებზე.
პრეზენტაცია-ანგარიშს ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები. კლუბის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი