კალის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ეკოაქტივობები მიეძღვნა
10-06-2024
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
ამის დასტურია გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომელიც სკოლაში გაიმართა.
მოსწავლეებმა პლასტმასის, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვეს და სანაგვე ყუთებში მოათავსეს. მათ, ასევე ისაუბრეს იმ დიდ ზიანზე, რაც გარემოს დაბინძურებას მოჰყვება.
„მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი წარწერები, რომლებიც დაამზადეს სხვადასხვა ენაზე, რადგან სოფელი კალა აქტიური ტურისტული ზონაა“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.