მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. მასწავლებელთა შრომას კი შედეგი გამოაქვს და მოსწავლეები არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები გერმანული ენის დღისადმი მიძღვნილ აქციაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესანიშნავად ორგანიზებულ ვორკშოფებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და საუბრებს - „რატომ გერმანული?/Warum -Deutsch?* დასწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მათი პედაგოგი ნანული დიასამიძე გახლავთ. ღონისძიებაზე მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები წიგნებით, საინფორმაციო ბუკლეტებით, სასწავლო რესურსებით და სუვენირებით დასაჩუქრდნენ.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანიის ელჩის მოადგლესთან საქართველოში - ტანია ჰუტთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში - თომან მიულერთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„უღრმესი მადლობა საქართველოში მოღვაწე ყველა გერმანულ და ავსტრიულ ინსტიტუციების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი