TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„აქტივობები წლის ბოლო გაკვეთილისთვის“- ბარეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთევან ემრაშვილის საინტერესო სტატია
10-06-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც როგორც მოსწავლეთა, ისე საკუთარ წინსვლაზეც ზრუნავენ. 

ერთ-ერთი მათგანი ქეთევან ემრაშვილი გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. 

ამჯერად, პედაგოგმა სტატია „აქტივობები წლის ბოლო გაკვეთილისთვის“ მოამზადა. როგორც მასწავლებელი წერს, სასწავლო წლის ბოლო კვირა სახალისო უნდა იყოს. 

ჩვენ მის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

აქტივობები წლის ბოლო გაკვეთილისთვის

როგორი შეიძლება იყოს სასწავლი წლის ბოლო კვირა და ბოლო გაკვეთილები? რა თქმა უნდა, სახალისო!

ზაფხულის მოლოდინში მოსწავლეთა განწყობა საკმაოდ ამაღლებულია და გარკვეულწილად, რთულია მათი ჩართვა ჩვეულ საგაკვეთილო პროცესში. გავლილი მასალის გადამეორება, ან ტესტირება, მაშინ, როცა გარეთ მშვენიერი ამინდია და ზაფხულის არდადეგებს ორი კვირა გვაშორებს, არც ისე მიმზიდველია ჩვენი მოსწავლეებისთვის. გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას, რომელიც დაგეხმარებათ ფინალური გაკვეთილების სახალისოდ დაგეგმვასა და გავლილი მასალის მხიარულად გამოკითხვაში.

„განძის მაძიებლები“- ძალიან ეფექტურია ნებისმიერ დროს თემისა თუ სრული გავლილი მასალის შეჯამებისთვის, ასევე ჯგუფური მუშაობის წახალისებისა და გუნდის შეკვრის აქტივობებისთვის. წინასწარ მომზადებული კონვერტებში განთავსებულია სხვადასხვა დავალება და განლაგებულია სკოლის ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ მივიდნენ განძამდე უნდა შეასრულონ ყველა დავალება. 

მოსწავლეები უნდა დავყოთ რამდენიმე ჯგუფად ისე, რომ თითოეულ ჯგუფში იყოს 5 ან 6 მოსწავლე. თითოეულ ჯგუფს გადავცემთ თითო კონვერტს, სადაც წერია მათი შემდეგი დავალების ლოკაცია ან მინიშნება (მაგალითად, დავალება არის ფიზიკისა და მუსიკის კაბინეტებს შორის, ან იქ სადაც ძალიან ბევრი წიგნია, ან იქ სადაც ყველაზე მეტი ექპერიმენტი ტარდება და ა.შ.), აღნიშნულ ლოკაციაზე მათ ხვდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური დავალების ფურცელი (მაგალითად: ამოხსენით ეს მათემატიკური ამოცანები, სწორად შესრულებული დავალების შემთხვევაში მიიღებთ შემდეგ დავალება მინიშნებას; ან მიდით რუსულის მასწავლებელთან და ჩამოუთვალეთ კვირის დღეები და თვეები თუ დავალებას კარგად გაართმევთ თავს, მისგან მიიღებთ შემდეგ დავალებას), დავალება შეიძლება იყოს ინდივიდუალურიც (მაგ: ნინომ უპასუხოს ბიოლოგიის მასწავლებლის შეკითხვებს, საბამ ქართულის მასწავლებელს წაუკითხოს მისი საყვარელი ლექსი და ა.შ.), საბოლოოდ, როცა მოსწავლეები შეასრულებენ ყველა დავალებას, ისინი უნდა მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც არის დამალული მათი განძი. ასევე, შესაძლებელია განძს იცავდეს ბიბლიოთეკარი, მანდატური, სკოლის დირექტორი (იმის მიხედვით, თუ როგორ დაგეგმავთ და რამდენ ადამიანს ჩართავთ ამ აქტივობაში), შესრულებული დავალებების სანაცვლოდ მიიღებენ ბარათს, რომლის საფუძველზეც განძი მათ გადაეცემათ და თამაში დასრულდება. 

განძი უნდა იყოს ყველა მოსწავლისთვის, ეს იქნება გემრიელი ხილით სავსე ყუთი, ტკბილეული, ნაყინები თუ სიმბოლური საჩუქრები დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. აღნიშნული აქტივობა შეიძლება იყოს უფრო მასშტაბური და ჩატარდეს მშობლების მონაწილეობით.

„yes day - თანხმობის დღე” - ეს არის დღე, როდესაც მასწავლებლები ვთანხმდებით ჩვენი მოსწავლეების სურვილებს და მთელი დღის (მთელი გაკვეთილი) განმავლობაში ვეუბნებით მხოლოდ თანხმობას და არა ვეუბნებით წინადადებას - „არ შეიძლება”.

ამ გაკვეთილსაც სჭირდება წინასწარ მომზადება. წინა დღით მოამზადეთ „დიახ დღის” ქილა, დაურიგეთ მოსწავლეებს ფურცლები, სადაც მათ უნდა ჩამოწერონ მათი სურვილები, თუ რის გაკეთებას ისურვებდნენ სკოლაში. 

წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე უნდა ეწეროს წინადადების დასაწყისი „შეიძლება?____” მაგალითად მოსწავლემ შეიძლება დაგვიწეროს „შეიძლება ნაყინი ვჭამოთ?” - ჩვენ ვპასუხობთ დიახს და რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი შეკითხვები და ვიქონიოთ ყველა საჭირო რესურსი (თუნდაც ნაყინები). რადგან ქილა წინა დღეს შეივსება, თქვენ შეგიძლიათ სახლში გადახედოთ სურვილებს და ამოიღოთ ისეთი სურვილები, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებთ ან ჩაანაცვლოთ თქვენი ვერსიით, ამ შემთხვევაში იქნებით ყველანაირად მომზადებული და თანხმობის დღე დასრულება ძალიან პოზიტიურად, მხიარულად და ეს ემოციები დიდხანს გაგყვებათ. 

ასევე, შეგვიძლია გვქონდეს ძალიან მხიარული და აქტიური დავალებები, რომლებსაც ხანგრძლივი წინასწარი მომზადება არ სჭირდება და მოკლე დროში იგეგმება. 

„დაასახელე 5“ - აქტივობა შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, დაასახელე/ ჩამოწერე ხუთი ცხოველი, ფრინველი, ზმნა ინგლისურ ენაზე. სხვა გაკვეთილის შემთხვევაში შევცვლით პირობას, 5 ისტორიული ფაქტი, 5 არსებითი სახელი, 5 ზმნა, ილია ჭავჭავაძის 5 ნაწარმოები და ა.შ.

უცხო ენის გაკვეთილებისთვის ამ დავალების შეცვლა შეიძლება შემდეგნაირად, წრეზე დავსხდებით ყველა და თითოეული მოსწავლე რიგის მიხედვით ასახელებს სიტყვას რომელიც იწყება D ასობგერით, ან ვასახელებთ ცხოველებს, სასკოლო საგნებს, ნივთებს რაც გვჭიდება პლაჟზე, ან ის რაც არის ცივი, მძიმე და ა.შ. სანამ არ ამოიწურება ლექსიკური ერთეულების მარაგი. 

ამ აქტივობის კიდევ ერთი ფორმაა დავასახელოთ სიტყვა ბოლო ასობგერაზე - მაგალითად, თუ ერთი მოსწავლე იტყვის სიტყვას - წიგნი - შემდეგი ამბობს სიტყვა რომელიც იწყბა ი ასობგერით და ასე მხიარულად ვაჯამებთ გავლილ მასალას და ვასრულებთ გაკვეთილს.  

„ბურთით გამოკითხვა“  - ბურთით გამოკითხვა საკმაოდ ცნობილი გამოკითხვის მეთოდია, როდესაც წლის ბოლოს გვინდა გამოვიკითხოთ ყველა გავლილი საკთხი, დავუსვამთ შეკითხვას გადავაწოდებთ ბურთს, მოსწავლე გვპასუხობს კითხვაზე და უკან გვიბრუნებს ბურთს და შემდეგ სხვა მოსწავლეს გადავაწვდით ახალი შეკითხვით. თამაშის ელემენტები ამცირებს სტრესს და გამოკითვის პროცესს ხდის სასიამოვნოს. 

წერილი სკოლის თანამშრომლებს -  მოსწავლეები მისწერენ მადლობის წერილს და თან დაემშვიდობებიან სკოლის თანამშრომლებს: ბიბლიოთეკარს, დამლაგებელს, მანდატურს, მასწავლებელს, რომლებიც მთელი წელი ზრუნავდნენ მათზე და უზრუნველყოფდნენ მათი განათლების მიღების პროცესს. მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაივარჯიშებენ წერის უნარებს და ასევე დააფასებენ სხვა ადამიანების შრომას , დაინახავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულის როლი. 

წერილი მომავალ კლასს - წერითი დავალება, რომელიც ერთგვარი თვითრეფლექსიაც არის. მოსწავლეები უტოვებენ წერილს იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალ წელს იქნებიან მათ კლასში, წერილში უამბობენ, თუ რა გამოწევები ელოდებათ, პირობითად, მეხუთე კლასში, რა იქნება კარგი, რას ისწავლიან, რისი შესწავლა იქნება მარტივი, რისი რთული და ა.შ. 

თვით რეფლექსიისთვის შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ აქტივობა პიცა - ფორმატის ფურცელზე დავხატოთ უზარმაზარი პიცა და დავდო კლასის შუაში, მოსწავლეები სათითაოდ გამოდიან და ავსებენ პიცას. რადგან პიცის შუა ნაწილი ყველაზე გემრიელია, ცენტრთან ახლოს ვწერთ წლის საუკეთესო მოგონებებს, რა იყო ყველაზე კარგი, ხოლო ნაპირზე ვწერთ გამოწვევებს და იმას რაც დადებითად არ გვახსენდება. 

ლიმონათის დღე - საკმაოდ გავრცელებული აქტივობაა ნაყინის მომზადება სკოლაში, თუმცა, პირადად მე, ლიმონათის მომზადება უფრო გამიადვილდა და მოსწავლეებში არანაკლები მხიარულება გამოიწვია. დაგვჭირდება ფორთოხალი, მარწყვი ან საზამთრო ასევე პიტნა და მინერალური წყალი. მსგავსი მარტივი რეცეპტები ძალიან ბევრია ინტერნეტ სივრცეში, შეარჩიეთ რომელიმე და მოამზადეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად. სკოლის სივრცეში ერთობლივად მომზადებული განსაკუთრებულად გემრიელია და ეს დღე საუკეთესო ემოციებით იქნება სავსე. 

„გადააწოდე თეფში“- ერთჯერადი თეფშის ცენტრში მოსწავლე აწერს თავის სახელს და გადააწვდის კლასელებს, თითოეული კლასელი უწერს კომპლიმენტს და რამე დადებითს მასზე.  სკოლის დასრულების შემდეგ კლასელების პოზიტიური შეფასებები იქნება მათი მოტივაცია მომავალი სასწავლო წლის სიხარულით დაწყებაში. ამ აქტივობის კიდევე ერთი ვერსიაა დააწებე ზურგზე , წებოვან ფურცლებზე დაწერილი დადებითი კომენტარების დაწებება ადრესატის ზურგზე. 

„შევსვათ სადღეგრძელო“  - საუკეთესო გზა საჯარო გამოსვლების წასახალისებლად და  არაფორმალურ გარემოში საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის განვითარებისთვის. უცხო ენის გაკვეთილებისთვის ასევე სამიზნე ენაზე საუბრის და კომუნიკაციის უნარის განვითარებისთვის.

იქონიეთ ერთჯერად ჭიქები, რომელიმე გამაგრილებელი სასმელი და დაპატიჟეთ თქვენი კლასი საზაფხულო წვეულებაზე. თითოეული მოსწავლე წარმოთქვამს სურვილისამებრ მათი სკოლის, მეგობრების, მასწავლებლის, კლასელების, ოჯახის, მშობლების, ზაფხულის ,სასკოლო წლის დასასრულის და სხვა თემატიკის  სადღეგრძელოს. 

გავატანოთ სურვილები ფრანს- ასევე ბოლო დღის მხიარულად დასრულებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრანი ან ჰელიუმის ბუშტების ნაკრები, დავსწეროთ საზაფხულო სურვილები, მივაბათ ფრანის ბოლოს და გავუშვათ „კოსმოსში“. 

გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს! - ავტორი ქეთევან ემრაშვილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. 101 unexpected Last-Day- of- School activities your studens will love . (08.06.2024)

https://www.weareteachers.com/fun-last-day-of-school-activities/

2. 21 Epic Last Day of School activities to Kick off summer break . (08.06.2024)

https://www.teachstarter.com/us/blog/end-of-school-year-activities-to-kick-off-summer-break/

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება