სიახლეები
სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ესეების კონკურსში 
10-06-2024
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ისინი ასევე წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ესეების კონკურსში. 

აღნიშნული ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 5 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის GIU-ს კამპუსში გაიმართა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეები არიან - ნიკოლოზ ბიწაძე, ნატა კერესელიძე, მარიამ მახარაძე, ანასტასია ირემაშვილი, ანასტასია ოქროსაშვილი, ანი ბეგოიძე და მარიამ ქუქიშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინეს კონკურსის მიმართ, ბევრი იშრომეს. მათმა ნაშრომებმა ჟიურის ყურადღება მიიქცია. მარიამ ქუქიშვილი კი, საუკეთესო ათეულში მოხვდა.

მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები. 

ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. საგამოფენო სივრცეში წარდგენილი იყო ჩინური  ტრადიციული სამოსი.

„მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოერგოთ და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ, აგრეთვე, მონაწილეობა მიეღოთ ჩინური კალიგრაფიის უნიკალურ-ვიზუალური ხელოვნების მასტერკლასში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ფოტო: GIU


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება