მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეორე წელია თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლაში დადიან, რადგან შენობა სარემონტოა და შიდა სივრცეები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, უსაფრთხო არ გახლავთ.
ბავშვები და მათი მშობლები ითხოვენ მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას, რადგან ამტკიცებენ, რომ მასპინძელი - თბილისის N119 საჯარო სკოლა ავარიულია და მათი იქ დარჩენა საფრთხისშემცველია.
სხვათა შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ წლების განმავლობაში ჯერ ტენდერიც არ გამოცხადებულა, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა აღნიშნული ტერიტორია ვიღაცას საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის სჭირდებოდეს.
რატომ არ დაწყებულა ამ დრომდე სკოლის რემონტი? რატომ არ შეიძლება ბავშვების დაბრუნება შენობაში? მართლა ხომ არ აპირებენ ტერიტორიის გასხვისებას? - თბილისის N120 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ღაჭავა ჩვენ კითხვებს პასუხობს:
- 2022 წლის აგვისტოში დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა მანამდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოვიდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სკოლის შენობა არ არის საიმედო - ელექტროსადენები მოშიშვლებულია, ცვივა ბათქაში... მარტივად რომ ვთქვათ, სკოლის შენობაში ყოფნა არ არის უსაფრთხო...
აქედან გამომდინარე, გადავედით სხვა სკოლაში - N119-ში, რომელიც ტერიტორიულად ჩვენთან ახლოსაა, ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებს შესაბამისად ემსახურება ტრანსპორტი.
- სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, ქალბატონო ნანა - 2 წელია გასული და პროცედურულად ასეთი რთულია ამ საკითხის მოგვარება? მით უმეტეს, ამბობთ, რომ შენობა ავარიული არ არის...
- მსოფლიო ბანკის პროექტში მოვხვდით და ტენდერი გახლდათ სამეტაპიანი. 2 ეტაპი გავიარეთ, თუმცა მესამე ეტაპისთვის, რომელიც მაისში უნდა დაწყებულიყო, კომპანიამ დამატებითი დრო ითხოვა... ამასობაში ხელმეორე ამონაწერის გაკეთება გახდა საჭირო განაცხადი წარვადგინე და უკვე ველოდებით დოკუმენტს. როგორც კი ამონაწერი გვექნება, გადავგზავნით. საკითხში ჩართულია განათლების სამინისტრო, ყოველ 2 თვეში ერთხელ ვხვდები მშობლებს და დეტალურად ვუხსნი არსებულ სიტუაციას...
გარდა ამისა, სკოლაში თვითნებურად ფუნქციონირებდა ჭიდაობის კლუბი, რომელიც იქიდან გამომდინარე, რომ შენობა იყო დაცლილი, არ გვიხდიდა იჯარის გადასახადს, დაგვიტოვა დენის დავალიანება 900 ლარის ოდენობით და ჯამში სკოლა 32 600 ლარით აზარალა. მათ წინააღმდეგაც შევიტანე სარჩელი.
- N119 სკოლა, სადაც ახლა თქვენი მოსწავლეები სწავლობენ, ავარიულია?
- ეს ჩვენი მასპინძელი სკოლაა და მსგავსი განცხადებებით უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ახალი სკოლა არაა, თუმცა ავარიული შენობა ნამდვილად არ გახლავთ. არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ ავარიულია. ყველას გვინდა, მალე დასრულდეს ეს პროცესი და მშობლიურ სკოლაში დავბრუნდეთ, თუმცა არც მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება მიმაჩნია სწორად.
- თქვენი გათვლით, დაახლოებით როდის დაბრუნდებით მშობლიურ სკოლაში?
- ყველაზე მაქსიმუმი ვადა მსოფლიო ბანკს აქვს 2026 წელი, თუმცა ჩემი ვარაუდით და ამის დიდი იმედი მაქვს, 2025 წლის სექტემბერში ყველაფერი დასრულდება იქიდან გამომდინარე, რომ შენობა დასანგრევი არ არის და მხოლოდ შიდა სამუშაოებია ჩასატარებელი.
- ანუ ტერიტორია ვიღაცის ბიზნესინტერესებისთვის არ სხვისდება? სხვათა შორის, ეს ვარაუდიც გამოითქვა.
- არა, რა თქმა უნდა... მეც ძალიან მინდა ჩვენს სკოლაში დაბრუნება, მაგრამ შენობას რეაბილიტაცია სჭირდება... შარშან აგურის ნატეხი ჩამოვარდა კლასში... მითხარით, ვინ აიღებს საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას, ბავშვები ასეთ შენობაში დააბრუნოს?!
მჯერა, მალე დაიწყება სარემონტო სამუშაოები და მე, როგორც დირექტორი, სკოლის ტერიტორიაზე დავაღამებ და გავათენებ, რათა საქმე დროულად და ხარისხიანად გაკეთდეს. მესმის ყველას წუხილი, თუმცა ბავშვებისა და პედაგოგების უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...