მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
შედეგად კი, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. ამჯერად, სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩაქურა“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
ანსამბლის წევრებმა თენგიზ ჭაღალიძისა და თაკო კონცელიძის ხელმძღვანელობით, შესაძლებლობები გამოავლინეს და პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ანსამბლს, საჭიროების შესაბამისად, ეროვნული სასცენო სამოსი გადაეცემა. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, კულტურის ცენტრებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებების სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სულ 69 ფოლკლორული ანსამბლი (აქედან 30 ხალხური ცეკვის და 39 ხალხური სიმღერის) და 1 507 შემსრულებელი.
ოლიმპიადა მიმდინარეობდა ეტაპობრივად, პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეულ მუნიციპალიტეტში, მეორე ეტაპი გაიმართა 20 მაისს, სადაც მონაწილეობდა 33 ანსამბლი. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის (ქულების) მქონე 17 ანსამბლი და განისაზღვრა მათი საპრიზო ადგილები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის