„მე ვარ ჩემი ქვეყნის მტრედი“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო ღონისძიება
11-06-2024
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილებითა და ღონისძიებებითაა დატვირთული. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მათ სახელმწიფო ღირებულებებით ზრდიან და შესაბამის აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, თემაზე - „მე ვარ ჩემი ქვეყნის მტრედი“, საინტერესო ღონისძიება მოეწყო. ზეიმს, ამავე კლასის დამრიგებელი ნ. კონდიან-გრიგორიანი და მუსიკის მასწავლებელი ა.კარსიანი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„პატარა ჯარისკაცების მხურვალე და გულწრფელმა სიმღერებმა და ცეკვებმა მოხიბლა მაყურებელი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.
„მართლაც, პატრიოტიზმი იწყება ოჯახში, ვითარდება და ხარობს სკოლაში, ვრცელდება მშობლიურ მიწაზე და ხდება წმინდა რელიკვია“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ იმისთვის, რომ მოსწავლეები ძლიერი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები იყვნენ მნიშვნელოვანია განათლების მიცემა მათთვის. მოსწავლეები განმსჭვალული არიან ისეთი სულისკვეთებით, რომელიც სომხეთისა და საქართველოს მეგობრობის განმტკიცებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ მოსწავლეები ეროვნულ ფესვებს არ მოწყდნენ და იყვნენ სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები.