მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-5ბ კლასის (დამრიგებელი თამილა თუთბერიძე) შთამბეჭდავი და მეტად საინტერესო ექსკურსია სამეგრელოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო სამეგრელოს ღირშესანიშნაობების გაცნობა.
მოსწავლეებმა მოინახულეს სალხინო, ნოქალაქევი, სადაც ჩაუტარდათ მეტად სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი აქტივობა საბავშვო არქეოლოგია, რომელიც ძალიან მოეწონათ.
მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი აღმოჩენილი არტეფაქტების დახასიათება, მათი აღწერა. დაათვალიერეს ზუგდიდის დადიანების სასახლე, ენგურჰესი, სალონი, სადაც გამოფენილი იყო უნიჭიერესი ხელოვანის ქეთო მელქაძის ნამუშევრები.
„მადლობა ჩემს უკარგეს მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ მიღებული შთაბეჭდილებებით გამოწვეული სიამოვნება არასოდეს დაავიწყდებათ ბავშვებს და მშობლებს კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს მე-5ბ კლასის მატიანეს. ბედნიერი ზაფხული ჩემო პატარებო. მიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი თამილა თუთბერიძე და ახარებს მოსწავლეთა მშობლების თანადგომა და სასწავლო პროცესში ჩართულობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი