მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე მათი ინტელექტუალური თუ ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ. ამისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჭადრაკია, შესაბამისად მოსწავლეები საგანს სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, ამიტომ ჭადრაკი ბავშვებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საგანია.
ახლახან, მოსწავლეებმა შესაძლებლობები საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმოაჩინეს.
2 ივნისს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ჩატარდა. ოლიმპიადაში ხალისით მონაწილეობდნენ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სკოლში თითოეულ მოსწავლეს წარმატებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“