მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის ორგანიზებით, ბავშვთა გასართობი აქტივობები მოეწყო და სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
ასევე, თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო ტკბილეულის კუთხეც, სადაც ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს ბამბის ნაყინებითა და სხვადასხვა ხილის ასორტით გაუმასპინძლდნენ. დღემ ძალიან მხიარულად და აქტიურად ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება თემის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა და სოფლის ყველა მოზარდს და ბავშვს შეეძლო, რომ ამ ღონისძიებაში ჩართულიყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა