სიახლეები
სიახლეები

სკოლებში საატესტატო გამოცდები ბრუნდება, დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეები განმავითარებელ გამოცდებს ჩააბარებენ - მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე
11-06-2024
-
+


სკოლებში საბაზო საფეხურს ერთი წელი დაემატება - 10 კლასის ჩათვლით სწავლა სავალდებულო ხდება - აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტის განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა და როგორც მომხსენებელმა, განათლების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, მოსწავლეებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე გამოცდების ჩაბარებაც მოუწევთ.

„ეროვნული სასწავლო გეგმა ისე გადანაწილდება, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომაროება არ იყოს დატვირთული; რაციონალურად განაწილდება ის ცოდნის მიღება მოსწავლეებში, რაც აქამდე 9 წელში ხორციელდებოდა. დაემატება ის მნიშვნელოვანი სეგმენტები, რომლებიც საჭირო იქნება მისი უნარების განსავითარებლად.

ეს ერთი დიდი რეფორმის ნაწილია... თუმცა აქვე ვიტყვი - მიდის მუშაობა, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურზე განმავითარებელი გამოცდები იქნება დადგენილი, ხოლო საატესტატო - საშუალო განათლების ზოგადი გამოცდა იქნება მე-12 კლასში“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება