TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„გვიყვარს და გვახსოვს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია!“- შთამბეჭდავი პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 
13-06-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი -  „გვიყვარს და გვახსოვს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია - გვახსოვდეს აფხაზეთი“ განხორციელდა. 

აღნიშნული პროექტი სკოლაში 2023-24 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა, მიეძღვნა აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავს, ორ ეტაპად წარიმართა და მოიაზრებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობას.

პროექტი მეტად მნიშვნელოვანია: იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ უფრო მასშტაბურად გაიაზროს პრობლემა, სწორად შეაფასოს მოვლენები, განსაზღვროს რა შეცდომები დაუშვა ორივე მხარემ და ეძებოს კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობიანი მოლაპარაკების რეალური გზები, რათა საბოლოოდ არ მოხდეს თაობათა გაუცხოება, საჭიროა დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები რეგიონისა და ქალაქის სკოლების  ბაზაზე. პროექტი, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანეს უნარებს ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ქმედითად მიმართულია სამოქალაქო აქტივობისკენ.

პროექტის პირველი ეტაპი მოიაზრებდა მე-8, მე-9,  მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეთა შიდასასკოლო  ჩართულობას.

მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის რაიონს, სადაც მეგობარი სკოლის - „საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის სიონში დაესწრნენ საკვირაო წირვას.   

• საკვირაო წირვა ჩაატარა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. 

• წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე.

• ექსკურსია გაგრძელდა  წუღრუღაშენის — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. 

• შემდეგი  ეტაპი კი ისტორიულ სოფელ ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი - „ერთი მუჭა მიწა“.

მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მარი თაბაგარი გახლდათ, წარმოდგენის განსახორციელებელ ასპექტებში სრული მხარდამჭერი - სკოლის დირექტორი ლალი მელივა, მუსიკალური რედაქტორი კი - ნინო ბიბილური. 

ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში  წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან. სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალური მოწვევით, პროექტში უშუალო ჩართულობით, თანამშრომლობს დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომლებიც მუსიკალური ნომრებითა და დეკლამირებული ტექსტებით ჩაერთნენ ღონისძიებაში.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, უმაღლესი სასულიერო წოდებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მწერლები და პოეტები. 

აფხაზეთის პრობლემის სხვადასხვა თემატური საკითხის შესასწავლად მოსწავლეებმა, პედაგოგების უშუალო დახმარებით, მოიძიეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ: ისტორიული ნარკვევების, დოკუმენტური, მხატვრული ფილმების, მხატვრული ლიტერატურისა და თვითმხილველთა პირადი მონათხრობის სახით; 

სექციური მუშაობა ჩატარდა, ქართული ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების დისციპლინათა მიმართულებით

მოსწავლეებმა, პედაგოგების - სოფი გორგილაძის, ლეილა თვალაბეიშვილისა და მარინა ტოხიშვილის დახმარებით, შექმნეს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ნაშრომები: ლიტერატურული ჩანახატი, ესე, ისტორიული ნარკვევი ასევე:

  • ფილმი-ინტერვიუ ომის თვითმხილველებთან;
  • ენგურის ხიდის მაკეტი;  
  • ჩაიწერა ვიდეოინტერვიუები თითოეულ მონაწილესთან.

საკითხზე მუშაობისას გამოიყენეს შემდეგი სქემა:

• სად და როდის მოხდა კონფლიქტი;

• რამდენი მხარე მონაწილებდა ამ კონფლიქტში;

• როგორ განვითარდა  მოვლენები და რამდენი წელი გაგრძელდა (გამოიყენეს, ისტორიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების, დევნილების და მწერლების კომენტარები).

• როგორ დამთავრდა ეს კონფლიქტი?

• რა ისტორიული ცოდნა შეგძინა ამ კვლევამ? 

• რა დასკვნა გამოიტანა მოსწავლემ ამ საკითხში ჩაღრმავების შემდეგ?

• თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მხარემ და როგორ შეიძლება ჩაერთოს თქვენი თაობა ამ  კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში?

გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:

მე-8 კლასი:

1. ნინი ქარელიძე - ,,ზღვა, ტალღები, სიჩუმე“;

2. სალომე გულისაშვილი -

3. კესო თორდია - ,,ცხოვრება აფხაზეთში -დედის მონათხრობი“;

4. მარიამ მეტრეველი - ,,დანაბარები“;

5. ელისაბედ ჩხაიძე - ,,ყველაზე მეტად ხვალინდელი დღე მაშინებს...’’

6. ანდრია გურაშვილი - ,, სასტიკი, სისხლმღვრელი ომი’’;

7. ბარბარე ჩივაძე -   ,,ჩვენ შევძლებთ ახალი ფურცლიდან  დაწყებას“;

8. ნუცა მელიქიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);

9. ნატალი ჩიტაიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);

10. ბარბარე ბროლაძე; 

11. ილია წიკლაური;

12. ტასო დარსაველიძე;

13. გიორგი ანთიძე;

14. გიორგი ტალახაძე

მე-9 კლასი     

15. ირაკლი კარტოზია  - ,,წინააღმდეგობა მრისხანე სამყაროს მიმართ’’; (ისტორიული ნარკვევი);

16. ანასტასია ციცქიშვილი - ,,რემინისცენციები აფხაზეთზე’’; (ჩანახატი)

17. ანანო ხვედელიძე -  ,,მშვიდობისმყოფელი  თაობა“; (ისტორიული ნარკვევი);

18. ლიზი პაპაშვილი - ,,მარად დაუვიწყარი“; (ლევან აბაშიძე);

19. მალხაზ წვერიკმაზაშვილი - ,,სისხლისმღვრელი კონფლიქტი“; (ისტორიული ნარკვევი);

20. ნატალია ქობელაშვილი - ,,მე შენ კარგად გხედავ“; (ჩანახატი);

21. ნინო მახაშვილი - ,,ჩვენ მშვიდობიანი დიალოგი გვსურს“; (ესე)

22. ანა გრიგალაშვილი - ,,წერილი აფხაზ თანატოლს“ (ჩანახატი);

23. ავთანდილ მაღლაკელიძე - ,,წინაპრის მონათხრობი“; (ჩანახატი);

24. ლუკა შიხიაშვილი - ,,რას ნიშნავს ჩვენთვის მშვიდობა" (ჩანახატი);  

მე-10 კლასი

25. სანდრო კირკიტაძე;

მე-11 კლასი

26. საბა ფონჯავიძე - ,,ჯარისკაცის ჩანაწერები’’;

27. ნინიკო პატარაია - ,,იქ, სადაც სიყვარულია“;

28. თიკო ბეგიაშვილი - ,,იმედის ნაპერწკალი“;    

მე-6 კლასი

29. ტასო ფორჩხიძე;

30. მარიამ ანთიძე;

31. ნანო ცეკვავა;

მე-4 კლასი

32. თეკლა  ჩარგეიშვილი;

33. დავით გოგიჩაიშვილი;

34. დემეტრე ლიპარტელიანი;

მე-8 კლასის მოსწავლე ბარბარე ბროლაძემ შექმნა მაკეტი სახელწოდებით „ენგურის ხიდი - ახალი გზა მშვიდობისთვის“.

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ მოსწავლეებს გადასცა სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება