სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელთა წარმატებული სასწავლო წელი და წარჩინებით სწავლისთვის დაჯილდოებული პატარები 
12-06-2024
-
+


კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ცოდნის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა მათთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა. 

პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

1-ელი კლასის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „ქართული ანბანის გაცილება“.  მათ ისაუბრეს ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობის ისტორიასა და ქართული ანბანის შედგენილობაზე​წარმოთქვეს ლექსები ასო-ბგერებზე და სიმღერებითაც შეამკეს ის.

ამ ყოველივეს შემდეგ შეასრულეს ცეკვა დაისი. ბოლოს კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებულად შესწავლისა და პირველი კლასის წარჩინებულად დამთავრებისთვის.

1-ელი კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ანბანის წარმატებით შესწავლაც აღნიშნეს. „ინგლისური ანბანის გაცილება“ მეტად საინტერესოდ და საზეიმოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა დიდი ხალისით წარადგინეს შესწავლილი ლექსები და სიმღერები ინგლისურ ენაზე.

ერთი წლის განმავლობაში მათ დიდი ცოდნა დააგროვეს ინგლისურში. თითოეულ მოსწავლეს დამსახურებულად  გადაეცა სერტიფიკატი წლის წარჩინებული მოსწავლის სტატუსით.

ღონისძიებას ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება