მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, გამორჩეული და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
11 ივნისს, სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებელს - თამილა ხინკილაძის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება - „ჩემი საქართველო აქ არის...“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ სასკოლო საზოგადოებას ლექსები, სიმღერები და ქართველ მწერალთა შემოქმედებიდან ამონარიდები წარუდგინეს. მოსწავლეებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობას ვუხდით ინგლისური ენის მასწავლებელს, თამილა ხინკილაძეს, ფერადი დღისათვის და ღონისძიების ორგანიზებისათვის, ხატია დევაძესა და მზია ყურშუბაძეს - დახმარებისათვის,სკოლის ყველა პედაგოგსა და მშობლებს კი მხარდაჭერისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან