მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და აბიტურიენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე იმყოფებოდნენ. ადგილზე ისინი ექიმის პროფესიის შესახებ მეტ ინფორმაცია გაეცნენ, ცნობიერება აიმაღლეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სართიჭალის N1 და სართიჭალის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.
ვიზიტის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს მუღანლოს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გვიზიარებს.
„ის რომ, ექიმის პროფესია არის ყველაზე საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი, რომელიც 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს - ეს უდავოა!
იყო პროფესიონალი ექიმი, ეს არც თუ ისე იოლი მისაღწევია.
გახდე პროფესიონალი ექიმი ნიშნავს, ყველა სხვა საგანმანათლებლო საგანთან ერთად, განსაკუთრებულად კარგად ფლობდე STEM საგნებს: ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას.
სწორედ ამ მიზნით, პროფესია ექიმის უკეთ გასაცნობად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მოსწავლეები და ის აბიტურიენტები სტუმრობდნენ, რომელთა სამომავლო ორიენტირი ექიმობაა.
მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, საინტერესო, საჩუქრებით სავსე და ნაყოფიერი ღია კარის დღის შემოთავაზებისთვის.
მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგას - ლანა ბარბაქაძე, თანამშრომლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ