მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ.
მათ შორის ერთ-ერთი სპორტის მასწავლებელი დათო წიკლაურია, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვება. ამჯერად, ის სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში გამართულ კონფერენციაში - „ჩემი საუკეთესო პრაქტიკა ჩემს კოლეგებს“ მონაწილეობდა. ის მასწავლებლების - ნინო ციცვიძისა და მარეხი რიკაძის ორგანიზებით ჩატარდა.
დათო წიკლური აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით სკოლაში განხორციელებული პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის რეპეტიცია“ შესახებ წარსდგა და შესაბამისი სერტიფიკატიც დაიმსახურა.
„წარმატებები ჩვენს კოლეგას, პროფესიული განვითარების გზაზე და მადლობა სართიჭალის N2 სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარიამ გარაშვილს, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან