TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ლანჩხუთის N3 და ომალოს საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის ხიდი გაიდო - გურიაში ქისტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლეს 
12-06-2024
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის საზოგადოებას უმასპინძლეს. 

სამდღიანი ვიზიტი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის დირექტორის - მაია ჯიმშელეიშვილის ინიცირებული პროექტის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანი ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ბავშვების ერთმანეთისთვის უკეთ გაცნობა და დაახლოება იყო. აღსანიშნავია, რომ თითოეული დღე სხვადასხვა საინტერესო და გამორჩეული აქტივობით იყო გაჯერებული. 

პირველ დღეს, სტუმრებს დახვედრა, სიმღერით, ცეკვითა და შემოქმედებითი ნომრებით, სკოლის ეზოში მოუწყვეს. ისინი მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმაც ესტუმრნენ. დღე კი სკოლის ეზოში დანთებულ კოცონთან ცეკვით, სიმღერით, თამაშებით და ფეიერვერკით დასრულდა. 

მეორე დღეს, სკოლის ბიბლიოთეკაში ქისტი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ხასო ხანგოშვილის წიგნის - „ქისტები“ პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, მოეწყო მოსწავლეთა კონფერენცია და ნახატების გამოფენა. 

მესამე დღეს, ექსკურსია, სტუმრების დაჯილდოება და საჩუქრების გაცვლა გაიმართა. გარდა ამისა, სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ვიზიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში გვაწვდიან. 

„რამდენიმე დღის წინ დაავანონსეთ, რომ დიდ ამბავს მოგიყვებოდით... ამბავს, რომელსაც ქისტი ვაინახი და გურული ბავშვების დამეგობრება ჰქვია, მასწავლებელთა დამეგობრება და სკოლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი...

 არ იყო მარტივი... 

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების და თანაცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილებისა, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება ურთიერთგამომრიცხვი ინფორმაცია და აზიანებს იმ ურთიერთობას, რაც მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთი ცისა და ქვეყნის შვილებს უნდა ჰქონდეთ. რადგანაც „მეგობრობა მინასავით სათუთია, ერთხელ გატეხილი შეიძლება დაამაგრონ, მაგრამ ბზარები ყოველთვის ექნება“, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ვაინახი ქისტების ჩვენი ბავშვებისთვის უკეთ გაცნობა და დაახლოება. ყველაფერი კი ასე დაიწყო... 

სკოლის დირექტორის მიერ შემოგვთავაზებულ პროექტს, რომელიც ორი - ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ბავშვების ერთმანეთისთვის უკეთ გაცნობასა და დაახლოებას ისახავდა მიზნად, უყოყმანოდ დავთანხმდით და დაუვიწყარი დღეები ორივე სკოლის - ლანჩხუთის N3 და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შედგა.

პროქტი დაიგეგმა საინფორმაციო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მიმართულებით.

დღე პირველი:

თავდაპირველად, სტუმრებს სკოლის ეზოში მოვუწყვეთ სასიამოვნო და ეფექტური დახვედრა ცეკვით, სიმღერით, თბილი სიტყვით.  რის შემდეგაც გავაცანით მასპინძელი ოჯახები, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ სამი დღის განმავლობაში (უღრმესი მადლობა, ამ ოჯახებს გვერდით დგომისთვის, სტუმრების გულითადი მიღებისა და გამასპინძლებისთვის).  საღამოს კი, სტუმრები ეწვივნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. დღე სკოლის ეზოში დანთებულ კოცონთან  ცეკვით, სიმღერით, თამაშებით და ფეიერვერკით დასრულდა. 

დღე მეორე:

მეორე დღეს სკოლის ბიბლიოთეკამ სტუმრებს უმასპინძლა. სადაც გაიმართა ქისტი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ხასო ხანგოშვილის წიგნის - „ქისტები“ პრეზენტაცია, რასაც განსაკუთრებული ელფერი ბატონი ხასოს ქალიშვილების, მექა და ნონა ხანგოშვილების ემოციურმა დამოკიდებულებამ და სიტყვით გამოსვლამ შესძინა.  

პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქისტმა და გურულმა მოსწავლეებმა წარმოდგინეს ერთმანეთის შესახებ კულტურული, ფოლკლორული ნიშანდობლივი ინფორმაციები. ოპონირებით შეავსეს ერთმანეთის თემები, რაც თავისთავად კონფერენციას განსაკუთრებულს და ძალიან ინფორმაციულს ხდიდა. 

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი და ორგანული იყო სკოლის ეზოში წარმოდგენილი ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა, რომელსაც ავსებდა და ალამაზებდა ლამაზად მოწყობილი გურული კუთხე მისი დამახასიათებელი სამზარეულოთი, რომლის დაგემოვნებაც იქვე ყველას შეეძლო. 

ემოციურად დატვირთული დღე დაასრულა ძალიან  დახვეწილმა ლიტერატურულმა კომპოზიციამ - „გურია და გურულები“ რომელმაც გურიის სახე და იუმორი სრულად წარმოაჩინა.

მესამე დღე:

ექსკურსია, სტუმრების დაჯილდოება, საჩუქრების გაცვლა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმება, რაც ლამაზ და უჩვეულო გარემოში შედგა. ბოლოს კი, ამაღელვებელ და ემოციურ დამშვიდობებას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. 

უთქვამთ „სიკეთე მზის შუქსა ჰგავს, ანათებს და ათბობსო“- სწორედ სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის ზეიმი იყო ჩვენთან... ეს დღეები გამყარებული ურთიერთობა და ის გადებული ხიდია, რომელზეც თამამად და მყარად ვივლით ჩვენც, სხვებიც... ისტორია დაიწერა - გულწრფელი ურთიერთობების ისტორია. ეს ყოველივე კი, ლამაზ ფურცლებად ჩაიწერება და საოცარ დღეთა ქრონიკებად დარჩება ქისტი და გურული ბავშვების, პანკისის ხეობისა და ჩვენი პატარა, კოხტა გურიის ურთიერთობის ისტორიაში... მეგობრობა გარძელდება!!! შეხვედრამდე, ძვირფასებო, გვიყვარხართ“,- ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება