მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე, კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება მოითხოვს დაკვირვებას, ცდას-ექსპერიმენტს, კეთებით სწავლას, ამიტომაც დიდი როლი ეკისრება კომპლექსური დავალების საბოლოო შედეგს პროდუქტის სახით, რომლის შექმნაზე მუშაობაც მოსწავლისაგან ცოდნასთან ერთად უნარებსაც მოითხოვს.
ქიმიის პედაგოგმა - დალი ბარათაშვილმა მე-10ბ კლასში (დამრიგებელი გია აბულაძე), კომპლექსური დავალების ფარგლებში დაგეგმა და განახორციელა ვიზიტი ნავენახევის მღვიმეში. მოსწავლეებმა შეისწავლეს საკითხი „წონასწორობა“ და წონასწორობაზე მოქმედი ფაქტორები.
„მოგეხსენებათ, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს და დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ასევე თუ ის ხედავს კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ ცხოვრებას შორის“,- გვეუბნება პედაგოგი დალი ბარათაშვილი და აქტივობის მნისვნელობას უსვამს ხაზს.
მღვიმეში სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს მღვიმე, გაეცნენ სტალაქტიტების და სატალაგმიტების წარმოქმნის პროცესს, გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს მღვიმეში წონასწორულ პროცესებს და შექმნეს სტატია - “როგორ შეიძლება ვმართოთ ბუნებაში, მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე წონასწორული პროცესები“.
„დიდი მადლობა მღვიმის ადმინისტრაციას გულითადი მასპინძლობისა და მოსწავლეთათვის მიწოდებული ამომწურავი ინფორმაციისთვის, რამაც მოსწავლეებს დავალების წარმატებით შესრულება გაუადვილა“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ