მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებსაც მათ პედაგოგები სთავაზობენ.
მათ შორის იყო მე-4 ა კლასის შემაჯამებელი ღონისძიება „ჩემო საქართველო“, რომელსაც პედაგოგი თამთა ფაჩუაშვილი ხელმძღვანელობდა.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს - მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.
მოსწავლეებმა ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებაც ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
სცენაზე, მეოთხეკლასელებმა სხვადასხვა ინსცენირება გამართეს და სამსახიობო ნიჭი გამოავლინეს, რომლითაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ წელს, მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან. სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური იყო.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ