მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში 2023-2024 სასწავლო წელს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე დაინერგა.
გიმნაზიაში საფუძველი ჩაეყარა მოსწავლეთა მხატვრულ-შემოქმედებით კლუბს - „თამარიელი“, რომლის ხელმძღვანელია გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამთა ხარატიშვილი.
კლუბში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებაც გამართეს.
მოსწავლეებმა მეხუთედან მეათე კლასის ჩათვლით, სლაიდების მეშვეობით წარმოადგინეს საკუთარი დაწერილი ნაწარმოებები და მხატვრულად წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას.
დაფაზე კი მოსწავლეთა ფოტოებთან ერთად ამობეჭდილი იყო მათი ლექსები და მოთხრობები.
ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის დირექცია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის - „თამარიელი“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლე აღმოაჩინოს და განუვითაროს მას წერის, მხატვრულად გადმოცემისა და თავისუფლად აზროვნების უნარი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ