მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მათ ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომლითაც თავიანთ პირველ მასწავლებელს - ნარგიზა სამხარაძეს დაემშვიდობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნარგიზა სამხარაძე არაერთი ღირსეული თაობის აღმზრდელია. ის, თავის მდიდარი გამოცდილებით, დღესაც სიყვარულით ემსახურება მომავალი თაობისათვის ცოდნის მყარი საფუძვლის ჩაყრას.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა სკოლის დირექტორმა - დავით კუტივაძემ წარმოთქვა. მან მოსწავლეებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მილოცა და თითოეულს წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ალისუბნის მაჟოტიტარი დეპუტატი - ბადრი ბუცხრიკიძე, რომელმაც სიამაყით აღნიშნა, რომ თავისი მოსწავლეობის ულამაზესი წლები ამ სკოლის კედლებში გაატარა და ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე სტარტი აქედან აიღო.
ემოციურად და შემოქმედებითად დატვირთული საღამო მომავალი პირველკლასელების მიერ სცენაზე შესრულებულმა სხვადასხვა ნომერმა კიდევ უფრო გაალამაზა.
„მასწავლებელო, მე თქვენ მიყვარხართ“,- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობდნენ მეოთხეკლასელები პედაგოგს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ