მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
12 ივნისს, ბილიგვური სწავლების, ხელოვნების, საზოგადოებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებმა საინტერესო პროექტი ერთობლივად განახორციელეს. მათ ქართული ხალხური ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“ ქართულად და სომხურად ააჟღერეს.
პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა დიდი წიგნი - „რწყილი და ჭიანჭველა“ შექმნეს. ზღაპარი ორივე ენაზე თარგმნეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გარდა ამისა, მათ ლექსები ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს, ითამაშეს, ბუნებაზე ისაუბრეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მოსწავლეებმა თავიანთი აზრები ხელოვნების შესახებაც წარმოთქვეს
„ბილინგვური სწავლების მასწავლებლები გამოწვევებს თავს კარგად ართმევენ. მადლობა მათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ