სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მიუზიკლი -  „მუსიკის ჰანგები“ დაიდგა 
14-06-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს შემოქმედებითად დატვირთულ სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში მიუზიკლი -  „მუსიკის ჰანგები“ დაიდგა. 

მიუზიკლის დეკორატორი და დამდგმელი რეჟისორი მარი თაბაგარი გახლდათ, ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელია ნინო ბიბილური, ქორეოგრაფი -  ნათია ხუჭუა, ხოლო პროდიუსერი სკოლის დირექტორი ლალი მელივა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 კლასელები, რომელთაც გვერდი დაუმშვენეს მე-6 კლასელებმა.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს და სამსახიობო ოსტატობით ყველა მოხიბლეს. 

მიუზიკლის შესახებ თავად დამდგმელი რეჟისორი მარი თაბაგარი გვესაუბრება:

„მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებად მომყვება და ახლაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ ფილმს, რომელიც კაპიტან ფონ ტრაპისა და აღმზრდელი მარიას სიყვარულის ამბავს გვიყვება.

მიუზიკლის სცენარის ავტორი ერნესტ ლემანია. თუმცა მომიწია, სცენარი ოდნავ შემეცვალა და ჩემს ნიჭიერ მეოთხეკლასელებზე ისე მომერგო, მაყურებლამდე მიუზიკლის სილამაზე სრულად მიგვეტანა. მოგეხსენებათ, კაპიტანი  სცენარის მიხედვით დისციპლინას ამყარებს, ხოლო ჩემი მოუსვენარი ცელქებისთვის რეპეტიციები ონავრობით იწყებოდა და სრულდებოდა, თუმცა მაყურებლის წინაშე მაინც პროფესიონალი მსახიობებივით წარდგნენ. ზოგიერთი მათგანის არტისტიზმი, პლასტიკა, მეტყველება, მუსიკალურობა ბევრ მსახიობს კეთილი შურით აავსებდა...

მეოთხეკლასელებს გვერდით ედგნენ მეექვსე კლასის მოსწავლეებიც და თანადგომისა და მეგობრობის მაგალითს აჩვენებდნენ. მადლობა მათ!

როგორც უკვე მიხვდით, მიუზიკლის დეკორატორი და დამდგმელი რეჟისორი მე გახლდით, მუსიკალური ხელმძღვანელი -  ნინო ბიბილური, ქორეოგრაფი -  ნათია ხუჭუა, ხოლო პროდიუსერი კი - ქალბატონი ლალი მელივა, რომელიც  შემოქმედებითი ნიჭის სათანადოდ დამფასებელი და ხელოვნების სფეროში საოცარი, სიღრმისეული ხედვის მქონე ქალბატონია. ამიტომაცაა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ყოველი დღე ნაყოფიერი, ინტელექტისა და ერუდიციის საფეხური.

ჩემო ნიჭიერო, ონავარო მსახიობებო, გისურვებთ, მომავალში დიდი სცენაც დაემშვენებინოს თქვენს სამსახიობო ოსტატობას. მჯერა, ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლის!“,- გვეუბნება მარი თაბაგარი და ვიდეო და ფოტომასალისთვის დიდ მადლობას უხდის ნია სვანიშვილს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოქმედი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, კონკურსი გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა

სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ - საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია ვერ გაიარა

რატომაა მნიშვნელოვანი გაკვეთილის დაწყება მისალმებით


გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს

ილიამ სამოყვარულო ჭადრაკში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება