მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
უკვე ორი წელია, რაც მულახის საჯარო სკოლა წვირმის საჯარო სკოლის მასწავლებლის - სოფია ქუხილავას ორგანიზებულ კონკურსს - „მდგრადი სკოლა“ მასპინძლობს.
კონკურსში ჩართული იყვნენ - ოჟიოს, თბილისის N180, წვირმის, ლახამულასა და მულახის საჯარო სკოლები. მის ფარგლებში, მონაწილეებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები და თავიანთი ხელით ნარჩენებისგან შექმნილი მაკეტები წარადგინეს.
კონკურსს კომპეტენტური ჟიური, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრ ნათია დავითაიასა და ორგანიზაცია CENN-ის სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორის - მაია კოდუას შემადგენლობით, აფასებდა.
საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„მადლობა ჩვენს პატარებს პროექტში ასე აქტიური და წარმატებული ჩართულობისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“