მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა შექმნილი. იქ ახალი თაობის წარმატებულ მომავალს საძირკველი დაწყებით კლასებშივე ეყრება.
ახლახან, სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება - „აი ჩვენი დედაენა“ ჩატარდა. დარბაზში, სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა, პატარა მოსწავლეები მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე ლამაზი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით წარდგნენ.
მათ მთელი წლის ნამუშევარი და ნასწავლი შეაჯამეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კლასის ხელმძღვანელმა ისინი ქების სიგელით დააჯილდოვა, რამაც პატარები უფრო გაამხიარულა.
შემდეგ კი, დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბავშვებო, გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას, თქვენი ყოველი ნაბიჯი წარმატებული ყოფილიყოს!"
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელ თეა მაქაცარიასა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ვენერა (ნანი) ესართიას, ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის.
„მადლობა ჩვენს ლამაზ დეკლამატორებს - მე-6 კლასის მოსწავლეებს - ნია აკობიასა და მარიამ ფანცულაიას, ლამაზად პროგრამის წაყვანისთვის. მადლობა მშობელ ლერი ესართიას (მუსიკალურ გამფორმებელს) გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება ცნობილია - მთავრობამ ხელფასების ოდენობა დაამტკიცა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას