სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასის მოსაპოვებლად საფეხბურთო ტურნირი გაიმართა 
13-06-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა, მოსწავლეთა გააქტიურებისა და მოტივირების მიზნით, სხვა სკოლებთან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც არა ერთი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, მინი ფეხბურთში, სკოლებს შორის, ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა. მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათისა და ოქტომბრის საჯარო სკოლები, აფხაზეთის N1, აფხაზეთის N15 და აფხაზეთის N14 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. 

აღნიშნული შეხვედრა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის - მერაბ ჯინჯოლიას ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიმართა, ვისთვისაც სკოლა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

შეჯიბრს საფუძველი 2022 წლის მაისში ჩაეყარა. მისი მიზანი მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება, სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის გამოვლენის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მოტივირება და თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. 

თამაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასზე (გარდამავალი) გაიმართა. თითოეული სკოლა გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.

სპორტულ აქტივობას ყველა ასაკის ქომაგი ჰყავდა - მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და დასახლებაში მცხოვრები ადამიანები. დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

შეჯიბრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართია გვაწვდის. 

„თითოეული სკოლის მოსწავლემ, თამაშის დროს, გამოიჩინა მაღალი ზნეობრივი თვისებები და კულტურა. რის გამოც სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და მათ სკოლის დირექტორებს ქალბატონ ლამზირა შონიას, ქალბატონ დარეჯან ჯონჯუას, ბატონებს თენგიზ ალმასიას, ბატონ დემურ კუკავას, ასეთი შესანიშნავი მოსწავლეების აღზრდისთვის.

სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის მაყურებლებს და თითოეული სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს: ახალკახათის საჯარო სკოლა- გოდერძი სურმავას, ოქტომბრის საჯარო სკოლა- ჯანო ხუბუას და ქალბატონ ლია კახიანს, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა - გელა თორდიას, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა- ირაკლი თორდიას; აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა - რუსუდან შონიას და მსაჯს, სამართლიანი და სწორი მსაჯობისთვის - ვიტალი ჭოლარიას; აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ექიმს - ქალბატონ მაგული(მეგი) ქობალიას, რომელიც იდგა ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ბატონი მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასი მისი მშობლიური სკოლიდან არ გასულა. გამარჯვებული გახდა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა. მადლობა თითოეული სკოლის გუნდის წევრებს ასეთი საინტერესო და ლამაზი თამაშისათვის.

მადლობა, თითოეულ მონაწილე სკოლას თანამშრომლობისათვის“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო ესართია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება ცნობილია - მთავრობამ ხელფასების ოდენობა დაამტკიცა 

კურიკულუმის დანერგვა ბაღებში - რა უნდა გაითვალისწინონ სკოლამდელმა დაწესებულებებმა

სწავლის 1125 და 600-ლარიანი თანადაფინანსება - რომელ სტუდენტებს ეხება დოკუმენტი

რა საკვალიფიკაციო  მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ პედაგოგებს 2026 წლიდან - ინფორმაცია პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის

2025 წელს ავტორიზაციას 240 საბავშვო ბაღი გაივლის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს

მოსწავლეებმა თემა სიღრმისეულად შეისწავლეს

პედაგოგმა ლამზირა ონიანმა და მისმა მოსწავლემ დამსწრე საზოგადოებას ამომწურავად გააცნეს ჩატარებული კომპლექსური დავალების ეტაპები

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება