სიახლეები
სიახლეები

ბაღებისთვის დივერსიფიცირებული მოდელი შემუშავდება - მინისტრი დეტალებზე
13-06-2024
-
+


განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში მოხსენების წარდგენისას, სკოლამდელ განათლებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადამუშავდა და დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ - განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას და ხარისხის გაუმჯობესებას.

საგანმანათლებლო სტანდარტების გადამუშავება ციკლური პროცესია და ეფუძნება როგორც საერთაშორისო ტენდენციებს, ასევე ეროვნულ საჭიროებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და არსებული კვლევის შედეგებს. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისთვის მოსამზადებელმა სამუშაოებმა ზედაპირზე ამოიტანა სფეროს განვითარების საჭიროებები.

განახლებულ სტანდარტში გაძლიერებულია ბავშვის სოციო-ემოციური უნარების განვითარებასთან, ინკლუზიურ განათლებასთან, სხვადასხვა ენობრივი საჭიროების მქონე ბავშვების მომსახურებასთან, ფიზიკური გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარეობს დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების მოდელებზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში

სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

გუნდების/კლასების შექმნის რამდენიმე გზა მასწავლებლებისთვის:


ბაღების მომსახურებით 200 ბავშვი ვერ სარგებლობს - ბიუჯეტი

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს 

პანსიონატში ბავშვებს ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი გარემო დახვდათ

ეს დღე კი დაგვირგვინდა თოვლის ბაბუის სტუმრობით, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა

მოსწავლეთა შემოქმედებითმა და საშემსრულებლო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს 

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება