მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში ძალიან საინტერესო საკვლევი პროექტი განახორციელეს, რომელიც შემდეგ თემებს მოიიცავდა: „გარემოს დაცვა სოფელში", „გარემოს სისუფთავე სოფელში“ და „ტურიზმი სოფელში”.
მოსწავლეთა ჯგუფებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს, თუ როგორ აირჩიეს ფოკუს ჯგუფი; რა კითხვებით განხორციელეს ინტერვიუ. გარდა ამისა, მათ შეგროვილი მონაცემები დიაგრამებისა და წილადების სახით გამოსახეს, ისუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე და აჩვენეს სურათები, რომლებზეც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ჩანს როგორი იქნებოდა უფრო სუფთა ბუნება. ბოლოს კი, მოსწავლეებმა დასკვნებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მასწავლებლის, დიანა გალოიანის ხელმძღვანელობით, დიდი წარმატებით წარიმართა. ბოლოს, მოსწავლეებმა სიგელები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ