სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა კვლავ უცნობია - „უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება პრინციპები“
13-06-2024
-
+


1-ელი ივლისიდან მასწავლებლებმა მომატებული ანაზღაურება უნდა აიღონ, თუმცა ამ დრომდე არ ჩანს ახალი ფორმულა, თუ რის მიხედვით და რამდენით გაეზრდებათ ანაზღაურება.

როგორც განათლების მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიულ დოკუმენტებზე და უახლოეს მომავალში ისინი დღის სინათლეს იხილავს. იქვე კი ხაზი გაუსვა, რომ 53 ათასამდე პედაგოგს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება:

საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების ახალი წესი დამტკიცდა

„ახალი სახელფასო პოლიტიკა - იცით, რომ უკვე დაანონსებული გვაქვს და ახლოვდება თარიღი, როცა უპრეცედენტო ხელფასების ზრდა მოხდება მასწავლებელთა კორპუსისთვის; დაახლოებით 35% ით გაიზარდა მასწავლებელთა სახელფასო ბიუჯეტი და 1-ელი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსების მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით.

უკვე ბოლოსკენაა საკანონმდებლო თუ ნორმატიული პროცედურები, სამინისტროში მიმდინარეობს ნორმატიული აქტების დამუშავება და უახლოეს მომავალში, დასრულდება ეს პროცესი. 1-ელი ივლისიდან, როგორც დავპირდით ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს, საგრძნობლად... ყველას, ხაზს ვუსვამ - არც ერთი პედაგოგი, სტატუსიანი, ვინც ახლა გვყავს სისტემაში და ასეთი არის დაახლოებით 53 ათასამდე, თითოეულ მათგანს ექნება ხელფასების ზრდა.

უახლოეს მომავლში გამოქვეყნდება ნორმატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პრინციპები, თუმცა მატება საშუალოდ იქნება 500 ლარი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება