მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო, შემეცნებით და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
„ჩვენ ვუსმენთ ბუნებას“, - ასეთი დევიზით წარიმართა VIა (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) კლასის აქტივობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს პედაგოგებმა: ლელა სილაკაძემ, დოდო ქათამაძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის და საბუნებისმეტყველო კათედრები).
ვაჟა-ფშაველამ გველისმჭამელი მინდიასავით შეიცნო სამყარო, დაელაპარაკა კლდეს, იას, მთის წყაროს, შვლის ნუკრს, ხმელ წიფელს და აღმოაჩინა, რომ მათაც უყვართ სიცოცხლე, მათაც უხარიათ ცხოვრება.
ბავშვებმა გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას გმირები, მოუსმინეს მათ, მათი ტკივილი და სევდა გაიზიარეს.
მხატვრულ სამყაროში შესვლის შემდეგ მოსწავლეებმა იმ გლობალურ კატასტროფებზე ისაუბრეს, რომლებიც სამყაროს ელოდება. გარემოზე მავნე ზემოქმედება ყველაზე დრამატულად, თვითონ ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება. გლობალური დათბობა, ოზონის შრის შემცირება და ტყის საფარის განადგურება იმ პრობლემების მხოლოდ ნაწილია, რომელთა პირისპირაც დედამიწა და კაცობრიობა უკვე დადგა.
„ჩვენ ვუსმენთ ბუნებას“, - ამ ამაღლებული განწყობით დასრულდა აქტივობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ