მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლაში IVა კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს და არაერთი შემოქმედებითი ნომერიც შეასრულეს.
ბავშვებმა დამრიგებელს - მზია ბექაურს სიამაყის საფუძველი მისცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძება მეტად ემოციური და ამაღელვებელი გახადა. მოსწავლეებმა დამრიგებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
სკოლაში მოსწავლეებს V კლასში გადასხვლას ულოცავენ და ახარებთ მათი შემართება და მოტივაცია.
„ეს ლამაზი, ჭკვიანი, მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული გოგოები და ბიჭები, ოთხი წელია ამშვენებენ სკოლას და დღეებს უფერადებენ პირველ მასწავლებელს - მზია ბექაურს.
ვულოცავთ V კლასში გადასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. გვჯერა მათი და დარწმუნებულნი ვართ, რომ შეასრულებენ წარმოთქმულ სიტყვებს და დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ლამაზი მომავლის გამოჭედვაში“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ