სიახლეები
სიახლეები

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მაღალი ქულა მიიღოთ ბიოლოგიის გამოცადზე - კონკრეტული რჩევები აბიტურიენტებს
17-06-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ, ბიოლოგიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:

  • გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა; ამ ცოდნაზე დაყრდნობით მოვლენის არსის ახსნა, მიზეზსა და შედეგს შორის კავშირის დადგენა. 
  • ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას და ჩაწერეთ პასუხი შესაბამის ველში. უხეშად გადასწორებული ან გაურკვეველი ხელწერით დაწერილი პასუხი შეცდომად ჩაითვლება. 
  • გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ ილუსტრაციებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული დავალების გადასაჭრელად.
  • ყურადღება მიაქციეთ გენეტიკური დავალების თანმხლებ მითითებას –„პირველ შეკითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის ან სხვა სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში დანარჩენი პასუხები არ შეფასდება“ – ნუ შეცვლით თვითნებურად სიმბოლოებს;
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ დავალებაში შეკითხვა ისეა დასმული, რომ კონკრეტულ, ამომწურავ პასუხს მოითხოვს. არასრული ან ნახევრად სწორად გაცემული პასუხი დადებითად არ შეფასდება. გახსოვდეთ ისიც, რომ პასუხის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პასუხი იყოს სწორი და შეესაბამებოდეს დავალების პირობას;
  • არ იჩქაროთ გამოცდაზე - ყურადღებით  შეავსეთ პასუხების ფურცელი, ნუ დაუშვებთ ტექნიკური ხასიათის შეცდომებს;  გამოცდისათვის განკუთვნილი დრო სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად შეძლოთ მუშაობა და გამოავლინოთ თქვენი ცოდნა.
ბიოლოგიის ტესტი 70 ქულიანია - შედგება  40 დახურული ტიპის დავალებისა და ღია დავალებებისაგან. ღია დავალებებში აბიტურიენტს შეუძლია 30 ქულის დაგროვება.  საგამოცდო დროის ხანგრძლივობა  2 საათი და 30 წუთია. 

აბიტურიენტს გამოცდაზე მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენება კონკრეტული მიზნით, ასევე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება